0
მენიუ
banner banner

"ჩემი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში გამოცდა იყო" - თამარ არევაძის შთაბეჭდილება

"ჩემი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში გამოცდა იყო" - თამარ არევაძის შთაბეჭდილება

თამარ არევაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში გამოცდა იყო. სურვილი, კონკრეტულად ტესტერობის მიმართულებით მიმეღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.”

კურსის განმავლობაში 

კურსი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან თემას: ტესტირების განმარტებას, ტესტირების აუცილებლობას, ტიპებს, დონეებს და ტექნიკებს. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლს, მეთოდებს და მიდგომებს, ხარვეზების აღმოჩენას და აღწერას. ასევე, კურსის განმავლობაში გექნებათ შეხება ბევრ პრაქტიკულ დავალებასთან, რაც დაგეხმარებათ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის ფუნქცია-მოვალეობის გარკვევაში. კურსის მიმდინარეობისას განვივითარე დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი, რაც გეხმარება შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაში და ფოკუსირებულია სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე.

ლექტორის შესახებ

ვახტანგ მუსხელიშვილი არის მეგობრული, მოტივირებული და ორიენტირებული ცოდნის გაზიარებაზე. საინტერესოდ და ინფორმატიულად წარმართავს ლექციებს, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის და დღემდე აგრძელებს სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვას. მიხარია, რომ მასთან სწავლის შესაძლებლობა მომეცა.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მაქვს მოტივაცია, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო.

პროფესია ტესტერი

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიზანი პროდუქტისადმი ნდობის ჩამოყალიბებაა. ხარვეზების აღმოჩენა, ანალიზი და შემცირება. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ცდილობ, რომ ციფრული სამყარო უკეთესი გახადო.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიაში მომწონს კომპეტენტური კადრები, მეგობრული გარემო და სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მონდომება და ყველაფერი აუცილებლად გამოვა!

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები